ნინო წილოსანი - თვალდახუჭული ვერავისზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით, როცა სხვა მხარე ვერაფერ ხელშესახებს ვერ აკეთებს, შენს პრობლემებს შენზე უკეთ ვერავინ მოაგვარებს - ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა ის, სად გაიმართება შეხვედრა
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა ნაყოფიერი იყო და ოკუპაციის პირობებში საკუთარ პრობლემებს ქვეყანაზე უკეთ ვერავინ მოაგვარებს.

როდესაც გაქვს ასეთი მწვავე პრობლემა, როგორიც არის ოკუპაცია, როდესაც ხედავ, რომ ვერავინ დამატებით სხვა მხარე ვერაფერ ხელშესახებს ვერ აკეთებს, შენს პრობლემებს შენზე უკეთ ნამდვილად ვერავინ მოაგვარებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის გართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აქამდე არსებული შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის, ამიტომ საქართველოს წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იჯდეს ყველა, მათ შორის პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთანაც.
“მე როგორც ვიცი, საკმაოდ ნაყოფიერი იყო შეხვედრა და მივესალმები. როდესაც გაქვს ასეთი მწვავე პრობლემა, როგორიც არის ოკუპაცია, როდესაც ხედავ, რომ ვერავინ დამატებით სხვა მხარე ვერაფერ ხელშესახებს ვერ აკეთებს, შენს პრობლემებს შენზე უკეთ ნამდვილად ვერავინ ვერ მოაგვარებს. ამიტომ ასეთი სახის კომუნიკაციები არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ როგორც ჟენევის ფორმატის, ასევე ნებისმიერი სხვა პარტნიორი მხარის ჩართულობით, მაგრამ აუცილებლად საქართველოს მხარის მონაწილეობით და მხოლოდ საქართველოს აქტიური ჩართულობით შეიძლება ამ საკითხების გადაწყვეტა. ვერავისზე თვალდახუჭული ვერ ვიქნებით დამოკიდებული.
აქამდე არსებული შედეგები არ არის დამაკმაყოფილებელი, ოკუპაცია უმწვავესი ფორმებით ვლინდება პერიოდულად და საქართველოს წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იჯდეს ყველა იმ მოლაპარაკების მაგიდასთან და მათ შორის პირისპირ მოლაპარაკების მაგიდაზეც, სადაც თუ რაიმე შანსი არსებობს, რომ ის არსებული საკითხები რაიმე ფორმით დარეგულირდეს, ეს თავად ჩვენც უნდა გავაკეთოთ.
ჩემთვის მნიშვნელოვანი არის შედეგი და არა ის, სად გაიმართება შეხვედრა. პრაქტიკული შეთანხმებები არის უკვე პოზიტიური შედეგი. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ მუდმივად გვაქვს სპეციალური წარმომადგენლის და რუსეთის წარმომადგენლის ურთიერთობის ფორმატი. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გაცილებით მაღალ დონეზე ხედავს ამ ფორმატის აუცილებლობას”, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…