პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი დარბაზიდან გააძევა, რადგან მისი თქმით, ის დესტრუქციისთვის მოვიდა და წესრიგს მუდმივად არღვევდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
ინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

მან ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეს სიტყვა წინა დღეებშიც არაერთხელ შეაწყვეტინა და “მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსგავსი ქმედება დღესაც არ შეწყვიტა”.

„ბატონი ზაზა ვერ გამოდის… საზოგადოებას უნდა რომ მიმართოს. გადაგიწყვიტოთ მაშინ ეს საქმე საზოგადოებამ...“ - აღნიშნა მოსამართლემ, რის შემდეგაც მას ზაზა ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ „ეს საქმე ეხება საზოგადოებას“.

სწორედ ამ რეპლიკის შემდეგ მიიღო მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილის სასამართლო სხდომიდან გაძევების გადაწყვეტილება.

„ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი. მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ზაზა, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცილება და გადაჭარბებაა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ... ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის“, - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება თავად ზაზა ბიბილაშვილმა „ლოგიკურად“ შეაფასა.

„ძალიან ლოგიკურია ეს და ხაზს უსვამს თქვენს მიუკერძოებლობას, ერთ მხარედ გამოდიხართ. ყოველ ჯერზე უბრალოდ ვითხოვდი, რომ ყოფილიყო თანასწორი მიდგომა მხარეებს შორის“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა, რასაც ნადარაიამ უპასუხა, რომ პროცესზე „აბსოლუტურად თანასწორი მიდგომაა“.

„აბსოლუტურად თანასწორი მიდგომაა. უთანასწორობას ითხოვთ თქვენ თქვენს სასარგებლოდ“, - განაცხადა ნადარაიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიმოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი გააძევა
  2. TV პირველიოპოზიციურიმოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არ ვაუქმებთ [პარტიებს]! ვიხილავთ, შედეგი რა იქნება, დაელოდეთ – ნადარაიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები