რევაზ ნადარაია - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ რომ გაგაფრთხილებს სასამართლო და კიდევ იმავეს აკეთებ - ზაზა ბიბილაშვილი პროცესზე დესტრუქციისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის იმყოფებოდა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა და განაცხადა, რომ ის პროცესზე დესტრუქციისა და თავდასხმისთვის მოვიდა.

ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ... ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ზაზა ბიბილაშვილს, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც ნადარაიამ აღნიშნა, ზაზა ბიბილაშვილი „მუდმივად არღვევს წესრიგს“.
„ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი. მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ზაზა, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცილება და გადაჭარბებაა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ... ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის“,- აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
მოსამართლის ეს გადაწყვეტილება თავად ზაზა ბიბილაშვილმა „ლოგიკურად“ შეაფასა.
„ძალიან ლოგიკურია ეს და ხაზს უსვამს თქვენს მიუკერძოებლობას, ერთ მხარედ გამოდიხართ. ყოველ ჯერზე უბრალოდ ვითხოვდი, რომ ყოფილიყო თანასწორი მიდგომა მხარეებს შორის“,- აღნიშნა ბიბილაშვილმა, რასაც ნადარაიამ უპასუხა, რომ პროცესზე „აბსოლუტურად თანასწორი მიდგომაა“.
„აბსოლუტურად თანასწორი მიდგომაა. უთანასწორობას ითხოვთ თქვენ თქვენს სასარგებლოდ“, - განაცხადა ნადარაიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი გააძევა
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
ზაზა ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
“ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ?”– მოსამართლე ამტკიცებს, რომ “შეურაცხმყოფელი ელემენტები” მოისმინა”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…