საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს - რევაზ ნადარაია ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა და 5 დაშავდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ქვეყნის ტრაგედია უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს სახელით, ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
რევაზ ნადარაიას თქმით, მომხდარი მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ეს არის, პირველ რიგში, ოჯახების ტრაგედია, ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არის და ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს და ასევე სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს ვუსურვებ ძალიან სწრაფ გამოჯანმრთელებას," - აცხადებს რევაზ ნადარაია.
დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს დარბაზში მსხდომმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებმაც.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…