პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე998 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომ „პარტიებს კრძალავენ“ რევაზ ნადარაიამ სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა, ბიბილაშვილი გააფრთხილა, რომ ამის გამეორების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს და განაცხადა: „არ ვაუქმებთ, ვიხილავთ!“998 ჩანაწერი · 13 მედია

არ ვაუქმებთ [პარტიებს]! ვიხილავთ, შედეგი რა იქნება, დაელოდეთ – ნადარაია

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ენმ-ის წარმომადგენელ ზაზა ბიბილაშვილს უთხრა, რომ ის პროვოკატორობს და განმარტა, რომ სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მხოლოდ იხილავს და წინასწარ არ აუქმებს.

არ ვაუქმებთ [პარტიებს]! ვიხილავთ, შედეგი რა იქნება, დაელოდეთ – ნადარაია
ნეტგაზეთი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა არ ნიშნავს, რომ პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია.

ამის შესახებ მან დღეს, 19 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ენმ-ს წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის პასუხად განაცხადა. მან შენიშვნა მისცა ბიბილაშვილს, რომელმაც სასამართლოს მიმართა, რომ პარტიებს აუქმებდა.

მას შემდეგ, რაც ნადარაიამ შენიშვნა მისცა, ბიბილაშვილმა თქვა:

„პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ ვაუქმებთო და ბოდიში, რომ ჩვენ ამას ვვარაუდობთ… თქვენ ემიჯნებით პრემიერის სიტყვებს?“, – მიმართა ზაზა ბიბილაშვილმა რევაზ ნადარიას.

პასუხად რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს უთხრა, რომ პროვოკატორობდა.

„გაფრთხილებთ, საზოგადოების თვალში პრემიერის და სასამართლოს გაიგივება გნებავთ ერთმანეთთან? პრემიერმა რაც თქვა, პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო და კარგად დაიმახსოვრეთ… რას ნიშნავს პრემიერს ვემიჯნები? ბატონო ზაზა, პროვოკატორობთ. როცა სასამართლოს წინაშე იურისტი ამბობთ, რომ თქვენ აუქმებთ, სასამართლო იხილავს, არაფერს არ აუქმებს. ვერ ვიგებ ამ ტიპის პრეტენზიას. სასამართლოში შემოვიდა სარჩელი კონკრეტული საფუძვლებით, კონკრეტული მოთხოვნით. რას ითხოვთ სასამართლოსგან? არ უნდა განიხილოს?

კიდევ ერთხელ იტყვით სასამართლო სხდომის დარბაზში, რომ განხილვა გაუქმებად მიგაჩნიათ და საზოგადოებას რომ გინდათ წინასწარ დაანახოთ, რომ თითქოს სასამართლო აუქმებს, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იცოდეთ. კეკლუცობთ საზოგადოების წინაშე [და ამბობთ]: „აუქმებთ, აუქმებთ, აუქმებთ“. არ ვაუქმებთ! ვიხილავთ. შედეგი რა იქნება, დაელოდეთ“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

მოსამართლის პასუხად ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ შესაბამისი სტანდარტები რომ მოქმედებდეს, ეს სარჩელი საერთოდ წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.

21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომ „პარტიებს კრძალავენ“ რევაზ ნადარაიამ სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა, ბიბილაშვილი გააფრთხილა, რომ ამის გამეორების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს და განაცხადა: „არ ვაუქმებთ, ვიხილავთ!“
  2. TV პირველიოპოზიციურინადარაია ბიბილაშვილს: გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა, სასამართლოს მხარეებისთვის წინასწარ დაედგინა, რას ედავებიან და რა არის სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც თავი უნდა დაიცვანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები