საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია: გამოვთქვამთ გულწრფელ მწუხარებას ტრაგედიის გამო, რომელიც თბილისში, ფონიჭალის რაიონში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად მოხდა
საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია თბილისში, ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
„გამოვთქვამთ გულწრფელ მწუხარებას ტრაგედიის გამო, რომელიც თბილისში, ფონიჭალის რაიონში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად მოხდა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს და ვიზიარებთ მათ ტკივილს. დაშავებულებს მთელი გულით ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ძალას, რათა მძიმე განსაცდელი გადაიტანონ. ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც აღნიშნულ უბედურებას ემსხვერპლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობა – თანავუგრძნობთ ფონიჭალაში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას, თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო - „ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ“
ჩეხეთის საელჩო: „ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ“
გაერო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…