აუცილებელი იქნება კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი – კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ნაწილის დემონტაჟი გახდება აუცილებელი, ხოლო მერია 28 ოჯახს ბინებით უზრუნველყოფს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელი იქნება ფონიჭალაში მდებარე იმ კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი, სადაც აფეთქება მოხდა.
კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მზად არის, დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, კორპუსის დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა შესთავაზოს.
„28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში განაგრძობენ ცხოვრებას, თუ მათაც ექნებათ სურვილი ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი, 3 წლის ბავშვი გადარჩა. დაღუპულთაგან სამი ქალია, ერთი კაცი და ორი ბავშვი. ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები თითქმის 14 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაკალაძის თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი მოხდება, ხალხისთვის კი სახლებს იქირავებენ
კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე - აუცილებელი იქნება სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება - ასევე, თუ დანარჩენ სადარბაზოებში მცხოვრებლებს სურვილი ექნებათ, მზად ვართ, ჩანაცვლების პროგრამით შესაბამისი პროექტი განხორციელდეს
"28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით, შემდეგ ეტაპზე უზრუნველვყოფთ, ვიქირავოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რათა არანაირი პრობლემები არ შეექმნათ" - კახა კალაძე
კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვები კლინიკაში მოინახულა
კახა კალაძე ფონიჭალაში დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებზე: თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, შესაბამისი პროექტი განახორციელოს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…