პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვები კლინიკაში მოინახულა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები კლინიკაში მოინახულა და განაცხადა, რომ 28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი, მუნიციპალიტეტი კი მათ ქირით უზრუნველყოფს.

კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვები კლინიკაში მოინახულა
იმედინიუსი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძე ერთად მოინახულა.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა უწყების წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაშავებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში გაეწერებიან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ მძიმე დღეებში იბრძოდნენ ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მზად არის, დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, კორპუსის დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა შესთავაზოს.

„28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში განაგრძობენ ცხოვრებას, თუ მათაც ექნებათ სურვილი ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკალაძის თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი მოხდება, ხალხისთვის კი სახლებს იქირავებენ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე - აუცილებელი იქნება სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება - ასევე, თუ დანარჩენ სადარბაზოებში მცხოვრებლებს სურვილი ექნებათ, მზად ვართ, ჩანაცვლების პროგრამით შესაბამისი პროექტი განხორციელდეს
  3. რუსთავი 2სამთავრობო"28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით, შემდეგ ეტაპზე უზრუნველვყოფთ, ვიქირავოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რათა არანაირი პრობლემები არ შეექმნათ" - კახა კალაძე
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიაუცილებელი იქნება კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი – კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე
  5. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ფონიჭალაში დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებზე: თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, შესაბამისი პროექტი განახორციელოს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: “მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მადლობას ვუხდი ექიმებს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები