პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით, შემდეგ ეტაპზე უზრუნველვყოფთ, ვიქირავოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რათა არანაირი პრობლემები არ შეექმნათ" - კახა კალაძე

თბილისის მერიაშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებული 28 ოჯახი დროებით სასტუმროებშია გადაყვანილი, შემდგომში მერია მათთვის ბინებს იქირავებს, დაზიანებული სახლი კი დემონტაჟს ექვემდებარება.

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულები თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა. კახა კალაძემ ჟურნალისტებთან დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის გეგმებზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერმა მომხდარის გამო გარდაცვლილების ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა. რაც შეეხება დაშავებულებს, კახა კალაძის ინფორმაციით, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედოვნებს, რომ ისინი საკუთარ სახლებს რამდენიმე დღეში დაუბრუნდებიან.

"საშინელი ტრაგედია დატრიალდა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.

რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მათ და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში ისინი საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან", - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა დაზარალებულთა დაბინავებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 28 ოჯახი დაბინავებულია სასტუმროებში, მომდევნო ეტაპზე კი მერია მათთვის საცხოვრებელი სახლების დაქირავებას უზრუნველყოფს.

"როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი, 143 ადამიანი დაკმაყოფილებულია, სასტუმროში არიან გადაყვანილი დროებით, რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირავოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ და საბოლოო გადაწყვეტას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.

ასევე იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებს ცხოვრებას, თუ მათაც ექნებათ სურვილი ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, სასწრაფოს სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლებს, ზოგადად მედიკოსებს, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, მადლობა მინდა გადავუხადო სახანძრო-სამაშველო ჯგუფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც ამ მძიმე დღეებში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე შენარჩუნებულიყო", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკალაძის თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი მოხდება, ხალხისთვის კი სახლებს იქირავებენ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე - აუცილებელი იქნება სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება - ასევე, თუ დანარჩენ სადარბაზოებში მცხოვრებლებს სურვილი ექნებათ, მზად ვართ, ჩანაცვლების პროგრამით შესაბამისი პროექტი განხორციელდეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები