პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე - აუცილებელი იქნება სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება - ასევე, თუ დანარჩენ სადარბაზოებში მცხოვრებლებს სურვილი ექნებათ, მზად ვართ, ჩანაცვლების პროგრამით შესაბამისი პროექტი განხორციელდეს

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქებული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება იქნება აუცილებელი, დაზარალებულებისთვის კი მერია ბინებს იქირავებს.

კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე - აუცილებელი იქნება სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება - ასევე, თუ დანარჩენ სადარბაზოებში მცხოვრებლებს სურვილი ექნებათ, მზად ვართ, ჩანაცვლების პროგრამით შესაბამისი პროექტი განხორციელდეს
ინტერპრესნიუსი

აუცილებელი იქნება სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება - ასევე, თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, სურვილი ექნებათ, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა, შესაბამისი პროექტი განახორციელოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

მისივე თქმით, 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი და შემდეგ ეტაპზე მერია მათთვის საცხოვრებელ სახლებს იქირავებს.

რაც შეეხება დაშავებულებს - კახა კალაძე ამბობს, რომ ინგოროყვას კლინიკაში მყოფი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს - 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ისინი საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან.

როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი, 143 ადამიანი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლო გადაწყვეტას - რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, თუ სურვილი ექნებათ, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკალაძის თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი მოხდება, ხალხისთვის კი სახლებს იქირავებენ
  2. რუსთავი 2სამთავრობო"28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით, შემდეგ ეტაპზე უზრუნველვყოფთ, ვიქირავოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რათა არანაირი პრობლემები არ შეექმნათ" - კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქე: სწრაფი რეაგირება მოჰყვა ამ სიტუაციას შესაბამისი უწყების მიერ. ყველა ოჯახი დაკმაყოფილებულია თავშესაფრით, სასტუმროთიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები