პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აფეთქება ფონიჭალაში - 8 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი უვნებლად ამოიყვანეს

საქართველოს პროკურატურათბილისის მერია

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, 8-საათიანი ოპერაციის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია ფხალაძე უვნებლად ამოიყვანეს. დაშავებულია ხუთი პირი, გამოძიება კი პროკურატურამ დაიწყო.

მცირეწლოვანი ბავშვი 8 საათიანი ძებნა-შველის ოპერაციის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.

3 წლის თაია ფხალაძის გამოჩენას ნანგრევებთან მომლოდინე ხალხის სიხარული და ემოცია მოჰყვა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბავშვი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სადარბაზოს მთელ ვერტიკალზე საყრდენი კედელი დაზიანდა. შედეგად, სამაშველო სამუშაოების ჩატარება გართულდა. მიუხედავად ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ობით თანამშრომელი პროცესში აქტიურად ჩაერთო. ფონიჭალაში გამოჩნდნენ კინოლოგები და სპეცტექნიკა.

რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში აფეთქების ხმა დილის 9 საათზე გაისმა. ერთ-ერთი კორპუსის მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. მრავალბინიან კორპუსში მეხანძრე-მაშველები მყისიერად მივიდნენ და დაიწყო ხალხის ევაკუაცია.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება კორპუსის მე-5 სართულზე მოხდა.

ბინაში შშმ პირი ცხოვრობდა, რომელმაც კლინიკაში გადაყვანამდე თქვა, რომ ის ღამით გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რაც ვერ მოახერხა. გაზის ონკანი გახსნილი დარჩა. დილით გამათბობლის ჩართვის მეორე მცდელობა ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა.

სკანერებით, მძიმე ტექნიკითა და გაწვრთნილი ძაღლებით სამაშველო ბრიგადები ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენას მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად ცდილობენ. აფეთქებიდან მალევე ფონიჭალაში შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. სულხან თამაზაშვილი ადგილზე მიმდინარე ძებნა-შველის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა.

სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში გამომძიებლებიც მუშაობენ. აფეთქების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ფონიჭალაში მივიდნენ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებიც.

ადამიანები, რომლებმაც აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღეს, ხეჩინაშვილისა და ინგოროყვას კლინიკებში გადაიყვანეს. ნანგრევებიდან გამოყვანილია ხუთი პირი. ამ დრომდე მძიმეა ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ექიმებთან ერთად პროცესში პირადად ჩაერთო ჯანდაცვის მინისტრიც.

კორპუსში, სადაც ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, სულ 90 ოჯახი ცხოვრობს. დედაქალაქის მერიამ დილიდანვე გამოთქვა მზაობა მათი დროებით საცხოვრებელში გადაყვანის შესახებ.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სასტუმროში მხოლოდ 28 ოჯახის გადაყვანა გახდა საჭირო.

მეხანძრე-მაშველები სპეცტექნიკის გამოყენებით ნანგრევებში დარჩენილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე ძებნა-შველის ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე თითოეული დაშავებულის იდენტიფიცირება-ევაკუირება სრულად არ განხორციელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები აფეთქების შემდეგ შვიდ ადამიანს ეძებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები