სალომე სამადაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს
სალომე სამადაშვილმა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ამორალური უწოდა.

დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპიური რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე... - წერს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
„მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს“, - აღნიშნავს სამადაშვილი.
ტრაგედია, რომელიც ოპოზიციურმა ფლანგმა და მათმა აქტივისტებმა პოლიტიკური მიზნებისთვის მორიგ ჯერზე გამოიყენა - „ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები ამორალურია, ხოლო ადამიანურ ტრაგედიებზე საკუთარი დღის წესრიგის აგება სრულიად მიუღებელი.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს.
ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…