პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ვოლსკი: მოვუწოდებ ყველას, ერთად დავდგეთ, როცა ერი გლოვობს და არავის მივცეთ საშუალება, რომ ეს უბედურება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციას ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს და ერთიანობისკენ მოუწოდებს.

გიორგი ვოლსკი: მოვუწოდებ ყველას, ერთად დავდგეთ, როცა ერი გლოვობს და არავის მივცეთ საშუალება, რომ ეს უბედურება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს
იმედინიუსი

ისინი ცდილობენ, როგორმე ეს ტრაგედია გამოიყენონ, რათა თავისი ინტერესები გაატარონ, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

ვოლსკი ეხმაურება ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ერთად დავდგეთ ისეთ დროს როცა ერი გლოვობს და არავის მივცეთ საშუალება, რომ ეს უბედურება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, - აღნიშნა მან.

ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს.

ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სალომე სამადაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები