ოპოზიცია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, რათა მოქალაქეები დაანონსებულ აქციაზე მიიყვანოს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რასაც 4 ადამიანის დაშავება და კორპუსიდან ევაკუაცია მოჰყვა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებები 28 ნოემბრის აქციის კონტექსტში გაავრცელეს.

ოპოზიცია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, რათა მოქალაქეები 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე მიიყვანოს. შესაბამისი პოსტები ლაშა ფარულავამ და ვანო წერეთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
„ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ უბედურებისგან, რაც ფონიჭალაში მოხდა! თბილისი ქალაქს დაემსგავსა, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებას მუდმივი შფოთვა და დაუცველობის განცდა ახლავს. ვეღარავინ გრძნობს თავს მშვიდად, რადგან წინასწარ ვერასოდეს იცი, სად და როდის შეიძლება მორიგი საფრთხე გაჩნდეს. დედაქალაქი თითქოს უხილავი ნაღმებით არის სავსე. იმედია, ამ შემთხვევას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყვება“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა.
„უნდა ვიყოთ ბევრნი და ხმამაღლა ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას. ეს ქვეყანა ჩვენი სახლია და სხვა მას ვერ დაალაგებს“, - წერს წერეთელი.
ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ცნობით კი, ამჟამად 7 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…