საზოგადოება · 19 ნოემბერი, 10:35
ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს, კორპუსიდან კი მოსახლეობა ევაკუირებულია.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივ აირს უკავშირდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. გადაყვანისას სამივე კონტაქტური იყო.
კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ადგილზე მაშველები და პოლიციელები მუშაობენ.
სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი კადრები ვრცელდება.
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…