პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: მე-5 მუხლის მაგალითზე შექმნილი რეალური გარანტიების ნაწილი უნდა იყოს შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების ძალებისა და ბაზების განთავსება

ნატო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატოს მე-5 მუხლის ანალოგიური რეალური უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი უკრაინაში აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების ძალებისა და ბაზების განთავსება უნდა იყოს.

ზელენსკი: მე-5 მუხლის მაგალითზე შექმნილი რეალური გარანტიების ნაწილი უნდა იყოს შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების ძალებისა და ბაზების განთავსება
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატოს მე-5 მუხლის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ამერიკული მხარე საუბრობს, პარტნიორების მხრიდან არა მხოლოდ პოლიტიკურ ვალდებულებებს, არამედ რეალურ სამხედრო ყოფნასა და რუსეთის შესაძლო განმეორებით აგრესიაზე რეაგირების მკაფიო მექანიზმს უნდა მოიცავდეს.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი ხედვა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გარეშე.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი დაინტერესებული იქნებოდა უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების ფიზიკური ყოფნით - იმის მსგავსად, როგორც აშშ-ს აქვს საკუთარი ბაზები ახლო აღმოსავლეთში.

„ჩემი აზრით, მე-5 მუხლის მაგალითზე შექმნილი რეალური გარანტიების ნაწილი უნდა იყოს შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების ძალებისა და ბაზების განთავსება. ამის გარეშე, ვფიქრობ, საეჭვოა, მე-5 მუხლზე ან მის მსგავს რამეზე საუბარი შევძლოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოკავშირეების კონკრეტული რეაქცია რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პარტნიორებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ, რა ნაბიჯებს გადადგამენ აგრესიის საპასუხოდ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მსგავსი გარანტიები გასაგები უნდა იყოს არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისთვის, არამედ უკრაინული საზოგადოებისა და იმ პოტენციური ინვესტორებისთვისაც, რომლებიც ომის შემდეგ უკრაინაში შემოვლენ. მისი შეფასებით, ბიზნესი მზად არის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად იმ პირობით, თუ უკრაინას ექნება ევროპული მომავალი და საიმედო დაცვა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას ნატოში წევრობა დონბასის სანაცვლოდ შესთავაზაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები