ზელენსკი: აშშ-მ დონბასიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, NATO-ში გაერთიანება შემოგვთავაზა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლებთან დისკუსიებისას დაისვა კითხვა, შეუძლია თუ არა უკრაინას ნატოში მიღების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანას დათანხმდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებთან დისკუსიებისას ამერიკელებმა დასვეს კითხვა, შეუძლია თუ არა უკრაინას დათანხმდეს დონბასის იმ ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარების გაყვანას, რომლებიც კვლავ მის კონტროლქვეშ რჩება, ქვეყნის ნატოში მიღების სანაცვლოდ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ ამერიკული მხარე და NATO-ს სხვა პარტნიორები აღნიშნულ წინადადებას დაადასტურებენ, ის მის განხილვას უკრაინულ საზოგადოებას შესთავაზებს. ზელენსკის განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ მიიღებს.
ზელენსკიმ განმარტა, რომ NATO-ში წევრობა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიაა, რადგან ალიანსის წევრი ქვეყნები კოლექტიურ პასუხისმგებლობას იზიარებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, მკაფიოდ განისაზღვროს, კონკრეტულად რას ითვალისწინებს უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები და როგორ იმუშავებს ისინი პრაქტიკაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…