ვოლოდიმირ ზელენსკი - შემდეგი შეხვედრა უკვე ოთხმხრივი უნდა იყოს: უკრაინა, ევროპა, ამერიკა და რუსეთი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი შეხვედრა ოთხმხრივი უნდა იყოს — უკრაინის, ევროპის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით, რათა მოსკოვმა დრო აღარ გააჭიანუროს.

ევროპელები რუსებთან მოლაპარაკებების ფორმატებში მონაწილეობას მიიღებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენმა პარტნიორებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა „მსურველთა კოალიციის“ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს. მოგვიანებით, ამერიკელ წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრას გავმართავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრის თარიღზე იმსჯელებენ.
„შემდეგი შეხვედრა უკვე ოთხმხრივი უნდა იყოს: უკრაინა, ევროპა, ამერიკა და რუსეთი. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. ერთად უნდა გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები, რათა რუსეთი დროის გაჭიანურების ნაცვლად სერიოზულ და შინაარსიან მუშაობაში ჩაერთოს. ჩვენ არ გვსურს, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი ზამთრამდე გააჭიანუროს. აუცილებელია ზეწოლა. ევროპა მზად არის ახალი სანქციებითა და ახალი ნაბიჯებით უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭიროს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე თავისი გავლენა აშშ-მაც გამოიყენოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…