პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი: ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, თუმცა ამაზე მუშაობას...

დონალდ ტრამპის განცხადებით, ბირთვული იარაღის შეზღუდვის კონცეფციას პრეზიდენტი სი ეთანხმება, თუმცა მოლაპარაკებების წარმოება და არსენალის შემცირება პრაქტიკულად ძალიან რთულია.

ტრამპი: ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, თუმცა ამაზე მუშაობას...
რადიო თავისუფლება

“მე მომწონს თავად ეს კონცეფცია, მაგრამ წმინდად მოლაპარაკებების თვალსაზრისით, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ამის გაკეთება ძალიან რთულია, – განუცხადა ტრამპმა Reuters-ს ტელეფონით, როდესაც ჩინეთში გამართული სამმხრივი სამიტიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა.

ამ ვიზიტისას ტრამპის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბირთვული იარაღის შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყება იყო - თემისა, რომლის განხილვასაც ჩინეთი თავს არიდებს, რადგან რუსეთისა და ამერიკის დომინირების დასაწევად საკუთარ ბირთვულ არსენალს მასშტაბურად ზრდის.

ტრამპმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი სი მეთანხმება“ ბირთვული იარაღის შეზღუდვის კონცეფციაში, „მაგრამ ამავდროულად, ძალიან რთულია ვინმემ თქვას: „გვაქვს 4 ათასი ბირთვული იარაღი და ნახევარს დავთმობთ“. ამის გაკეთება რთულია“.

მისი თქმით, იგი ამ საკითხის წამოჭრას განაგრძობს, „რადგან ეს გასაკეთებელია, თუმცა ფსიქოლოგიურად ამის გაკეთება რთულია“.

აშშ-ის და რუსეთისგან განსხვავებით, რომელთაც ჩინეთზე დაახლოებით ხუთჯერ მეტი ატომური იარაღი აქვთ, პეკინის ატომური ბომბების რაოდენობა 600-ს ერთეულს ოდნავ სცილდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და მთლიანად განადგურდეს - სი ძინპინიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები