პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[ფონიჭალაში] სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - თემურ მღებრიშვილი

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს, აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი. ნანგრევებიდან 3 წლის გოგონა ამოიყვანეს, გრძელდება 6 ადამიანის ძებნა.

[ფონიჭალაში] სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - თემურ მღებრიშვილი
TV პირველი

სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ქვემო ფონიჭალაში განაცხადა.

კომენტარის დასაწყისში მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის გოგონაზე ისაუბრა.

ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს - ის ცოცხალია!

დღის გმირი - ფონიჭალაში ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი 3 წლის თაიაა

„ამ დროისთვის ნანგრევებიან ამოყვანილია 3 წლის გოგონა. ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

სიტუაციას ართულებს ის, რომ ჩახერგილია, ჩამოშლილია ძალიან მცირე ფრაგმენტებად ეს ნაშალი მასალა და ამასთან ერთად, რაც გამოწვწვწად რჩება, ეს არის საფრთხე ხელახალი ნგრევის“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს.

კლინიკაში სხვადასხვა დაზოანებებით 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთემურ მღებრიშვილი: 3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან, მას ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ბავშვი კონტაქტურია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები