პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“არის საფრთხე ხელახალი ნგრევის… იმედს არ ვკარგავთ”– მღებრიშვილი

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ამოიყვანეს, თუმცა მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ. თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს.

“არის საფრთხე ხელახალი ნგრევის… იმედს არ ვკარგავთ”– მღებრიშვილი
ალია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის თქმით, ფონიჭალაში, ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი გამოიყვანეს.

“ნანგრევებიდან 3 წლის გოგო ამოვიყვანეთ. ჯანმრთელადაა, დიაგნოზს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფიზიკური, გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ის კონტაქტურიც იყო. ბავშვი, დაახლოებით, მე-2 და მე-3 სართულებს შორის ნანგრევებში იყო”. – განაცხადა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილი ამბობს, რომ ადგილზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოებს ართულებს ის, რომ ხელახალი ნგრევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

„ვითარებას ართულებს ის, რომ ძალიან მცირე ფრაგმენტებად ჩახერგილია, ჩამოშლილია ნაშალი მასალა. ამასთან ერთად, რაც ისევ გამოწვევად რჩება, ეს არის საფრთხე ხელახალი ნგრევის. შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის ტერიტორიაზე, ვაკვირდებით ამ პროცესებსაც, თუმცა კონტაქტზე ჯერ არავინ გამოსულა. სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ კვადრატში მიმდინარეობს ამ წუთას დამატებითი ძალების მობილიზებით გადამოწმება ტერიტორიის, იმედს არ ვკარგავთ“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის, მაშველები ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანს ეძებენ, რომელთაგან 2 ბავშვია.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აფეთქების შედეგად, ჰოსპიტალიზებულია 4 ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთი მცირეწლოვანი.

62 ოჯახი კორპუსში რჩება – “შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ”– კალაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოთემურ მღებრიშვილი: 3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან, მას ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ბავშვი კონტაქტურია
  2. TV პირველიოპოზიციური[ფონიჭალაში] სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - თემურ მღებრიშვილი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურითეიმურაზ მღებრიშვილი - ბავშვი მეორე და მესამე სართულს შორის იყო, სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები