პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თეიმურაზ მღებრიშვილი - ბავშვი მეორე და მესამე სართულს შორის იყო, სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება

ფონიჭალაში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების ადგილზე, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, 6 ადამიანის სამძებრო ოპერაცია გრძელდება, მთავარ გამოწვევად კი ხელახალი ნგრევის საფრთხე რჩება.

თეიმურაზ მღებრიშვილი - ბავშვი მეორე და მესამე სართულს შორის იყო, სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება
ინტერპრესნიუსი

ბავშვი მეორე და მესამე სართულს შორის იყო. სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, მთავარ გამოწვევად ხელახალი ნგრევის საფრთხე რჩება.

„ძალიან ჩახერგილია და ჩამოშლილია მცირე ფრაგმენტებად ნაშალი მასალა, გამოწვევად რჩება ხელახალი ნგრევის საფრთხე.

შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის მთელ ტერიტორიაზე, ვაკვირდებით სიტუაციას, თუმცა კონტაქტზე ჯერ არავინ არ გამოდის.

ბავშვი მეორე და მესამე სართულს შორის იყო. სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება. 6 ადამიანის მოძებნის სამძებრო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს"- აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა

.ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოთემურ მღებრიშვილი: 3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან, მას ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ბავშვი კონტაქტურია
  2. TV პირველიოპოზიციური[ფონიჭალაში] სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - თემურ მღებრიშვილი
  3. ალიაოპოზიციური“არის საფრთხე ხელახალი ნგრევის… იმედს არ ვკარგავთ”– მღებრიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი ამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები