პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თემურ მღებრიშვილი: ეს იყო ურთულესი ღონისძიება, მძიმე ტექნიკის საშუალებით მოხდა ჩანგრეული სახურავის მხრიდან ფრაგმენტების ეტაპობრივად ამოტანა, რაც უფრო მეტად ზრდიდა შენობის ჩამოშლის რისკს. ამწის საშუალებით ქირურგიული სიზუსტით მოხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ფონიჭალაში ჩანგრეული სახურავის ფრაგმენტების ამოტანა შენობის ჩამოშლის რისკს ზრდიდა, თუმცა ამწით ჩატარებულმა სამუშაოებმა ძებნა-შველა დააჩქარა.

თემურ მღებრიშვილი: ეს იყო ურთულესი ღონისძიება, მძიმე ტექნიკის საშუალებით მოხდა ჩანგრეული სახურავის მხრიდან ფრაგმენტების ეტაპობრივად ამოტანა, რაც უფრო მეტად ზრდიდა შენობის ჩამოშლის რისკს. ამწის საშუალებით ქირურგიული სიზუსტით მოხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა
იმედინიუსი

ეს იყო ურთულესი ღონისძიება, მძიმე ტექნიკის საშუალებით მოხდა ჩანგრეული სახურავის მხრიდან ფრაგმენტების ეტაპობრივად ამოტანა, რაც უფრო მეტად ზრდიდა შენობის ჩამოშლის რისკს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ფონიჭალის ტრაგედიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამწის საშუალებით ქირურგიული სიზუსტით მოხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა.

„ამწის საშუალებით ქირურგიული სიზუსტით მოხდა დიდი ფრაგმენტების ფრთხილად ამოწევა, რამაც მოგვცა საშუალება და სივრცე გამოაჩინა, რომ უფრო მეტი მეხანძრე-მაშველი შესულიყო ტერიტორიაზე და უფრო სწრაფად გაგრძელებულიყო ძებნა-შველის ღონისძიებები“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თემურ მღებრიშვილი: 3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან, მას ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ბავშვი კონტაქტურიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები