პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ერთი ბავშვია

ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს, ნანგრევებში კი ამ დრომდე 4 ადამიანი რჩება.

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ერთი ბავშვია
ნეტგაზეთი

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ერთი გარდაცვლილი ქალია, მეორე – ბავშვი.

საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე რჩება 4 ადამიანი.

მანამდე 3 წლის ბავშვი (თაია) ცოცხალი გამოიყვანეს.

ჩამონგრეული შენობის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთულ პირობებში გრძელდება. ადგილზე მყოფი სამაშველო სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, მასალა მცირე ფრაგმენტებადაა ჩამოშლილი და ტერიტორია ძლიერად ჩახერგილია, ხოლო მთავარ გამოწვევად ხელახალი ნგრევის საფრთხე რჩება.

მისივე თქმით, შენობის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია სპეციალური აღჭურვილობა, რომლითაც მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, თუმცა ამ ეტაპზე ნანგრევებიდან კონტაქტზე გამოსული არავინ დაფიქსირებულა.

კითხვაზე, სად და რა ვითარებაში იპოვეს ნანგრევებში ბავშვი, სპიკერმა განმარტა, რომ იგი დაახლოებით მეორე და მესამე სართულებს შორის ნანგრევებში აღმოაჩინეს. მისი თქმით, ახლა მთავარი ყურადღება სწორედ ამ მონაკვეთზეა გადატანილი.

გაიგეთ მეტი:

ფონიჭალაში ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 ბავშვი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოთემურ მღებრიშვილი: 3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან, მას ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ბავშვი კონტაქტურია
  2. TV პირველიოპოზიციური[ფონიჭალაში] სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - თემურ მღებრიშვილი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურითეიმურაზ მღებრიშვილი - ბავშვი მეორე და მესამე სართულს შორის იყო, სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება
  4. ალიაოპოზიციური“არის საფრთხე ხელახალი ნგრევის… იმედს არ ვკარგავთ”– მღებრიშვილი
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურითეიმურაზ მღებრიშვილი - ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული - ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს
  6. ფორმულაოპოზიციური„სამი ცხედარია ამოსვენებული“ — თემურ მღებრიშვილი ფონიჭალაში მიმდინარე სამუშაოების შეასახებ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს - ეძებენ ორსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები