თემურ მღებრიშვილი: 3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან, მას ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ბავშვი კონტაქტურია
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის გოგონა უვნებლად ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ბავშვი კონტაქტურია და სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი უვნებელი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მღებრიშვილის განცხადებით, 3 წლის გოგონა დაახლოებით მეორე და მესამე სართულებს შორის ნანგრევებში იყო, მას ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და კონტაქტურია.
მისივე თქმით, ვითარებას ნაშალი მასალის ძალიან მცირე ფრაგმენტებად ჩამოშლა ართულებს.
"3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან. ჯანმრთელობის ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ბავშვი კონტაქტურია. დაახლოებით, მესამე და მეორე სართულებს შორის ნანგრევებში იყო.
ამ დროისთვის მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში ძებნა-შველის ღონისძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედს არ ვკარგავთ. დაველოდოთ შედეგებს. სიტუაციას ართულებს ის, რომ ჩამოშლილია ძალიან მცირე ფრაგმენტებად ნაშალი მასალა. შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ჯერ კონტაქტზე არავინ გამოსულა. სადაც ბავშვი იქნა ნაპოვნი, ზუსტად, იმ კვადრატში მიმდინარეობს ამ წუთას დამატებითი ძალების მობილიზებით ტერიტორიის გადამოწმება," - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…