პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებისა და ნგრევის შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, სულ ჰოსპიტალიზებულია 4 ადამიანი.

შემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
რუსთავი 2

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც დალაქიშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მოზარდს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.

"შემოყვანილია ორი დაშავებული. კერძოდ, დედა-შვილი, 38 წლის ქალბატონი და 11 წლის ბიჭუნა. ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აღენიშნება ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა.

რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია. აღენიშნება მხოლოდ ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. დედას ჯერჯერობით ვუტარებთ კვლევებს და მოვათავსებთ სტაციონარში", - განაცხადა ანა დალაქიშვილმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია. შემთხვევის ადგილზე არიან თბილისის მერი და შინაგან საქმეთა მინისტრი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები