პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი ამ ეტაპზე ერთი შეხედვით კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა ჯერჯერობით კვლევების ქვეშ იმყოფება. უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის ბავშვი კონტაქტურია და გამოკვლევები უტარდება, განაცხადა ექიმმა ანა დალაქიშვილმა.

ექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი ამ ეტაპზე ერთი შეხედვით კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა ჯერჯერობით კვლევების ქვეშ იმყოფება. უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში
იმედინიუსი

ბავშვი, რომელიც არის დაახლოებით 3 წლის, ამ ეტაპზე ერთი შეხედვით კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა ჯერჯერობით იმყოფება კვლევების ქვეშ. უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში, - განაცხადა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა ერთი შეხედვით დამაკმაყოფილებელია.

„მცირეწლოვანი ბავშვის გარდა, ჩვენთან კიდევ ორი დაშავებული იყო შემოყვანილი. დედის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და იმყოფება თავის შვილთან. კვლევებიდან გამომდინარე, სტაბილური იყო მისი მდგომარეობა. ბავშვის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, განაგრძობს მკურნალობას ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში“, - აღნიშნა ანა დალაქიშვილმა.

აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა. როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოშემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  2. შენი ექიმინეიტრალურიშემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა – გადაუდებელი დახმარების დეპარტა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიინგოროყვას კლინიკა ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულებზე - შემოყვანილია 38 წლის ქალი და მისი 11 წლის შვილი - ბავშვის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები