პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აცხადებენ ინგოროყვას კლინიკაში.

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ინტერპრესნიუსი

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი, ანი დალაქიშვილი აცხადებს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მცირეწლოვანი ნახევარი საათია რაც შემოიყვანეს კლინიკაში. ამ ეტაპზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოკვლევები ჯერ არ დასრულებულა, ტომოგრაფიის შედეგს ველოდებით, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ანი დალაქიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში , საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოშემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  2. შენი ექიმინეიტრალურიშემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა – გადაუდებელი დახმარების დეპარტა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიინგოროყვას კლინიკა ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულებზე - შემოყვანილია 38 წლის ქალი და მისი 11 წლის შვილი - ბავშვის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული
  4. იმედინიუსისამთავრობოექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი ამ ეტაპზე ერთი შეხედვით კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა ჯერჯერობით კვლევების ქვეშ იმყოფება. უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაციწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები