პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთა შემთხვევაში საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდა" - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მონაცემთა ბაზის გადამოწმებისას გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ცალკეულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქულები ხელახლა განესაზღვრათ, რადგან ნაწილს შემწეობის საფუძველი აღარ ჰქონდა.

"ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთა შემთხვევაში საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდა" - მიხეილ სარჯველაძე
რუსთავი 2

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ცალკეულ ოჯახებს ქულები ხელახლა განესაზღვრათ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის პერიოდული გადახედვისა და მონიტორინგის პროცესი არ განხორციელებულა, რის შედეგადაც ბაზაში ისეთი ოჯახები რჩებოდნენ, რომელთა სოციალური მდგომარეობა შესაძლოა აღარ აკმაყოფილებდეს საარსებო შემწეობის მიღების კრიტერიუმებს.

"წლების განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო, ბუნებრივია, ამან შექმნა ისეთი მოცემულობა, როდესაც ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთაც, თუ უბრალოდ ქულების მიხედვით და კონკრეტული საზომების საშუალებით შევაფასებდით, რეალურად, მათ შემთხვევაში შეიძლება საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდეს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გადამოწმების პროცესში არაერთი შეუსაბამობა გამოვლინდა, რამაც ცალკეული ოჯახებისთვის ქულების ხელახლა განსაზღვრის გადაწყვეტილებები განაპირობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოქტომბერში საარსებო შემწეობა კიდევ 28 625 პირს შეუწყდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები