პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოქტომბერში საარსებო შემწეობა კიდევ 28 625 პირს შეუწყდა

ოქტომბერში საარსებო შემწეობა კიდევ 28 625 ადამიანს შეუწყდა, ხოლო ჯამში ბოლო 10 თვეში შემწეობის გარეშე 191 736 პირი დარჩა. მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბაზების გადახედვით სახელმწიფომ ათეულობით მილიონი ლარი დაზოგა.

ოქტომბერში საარსებო შემწეობა კიდევ 28 625 პირს შეუწყდა
BM.GE

ოქტომბერში საარსებო შემწეობა ჯამში 518 490 პირმა მიიღო. აქედან 125 159 დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, რომელიც მიმდინარე წლიდან მთავრობამ გააუქმა, თუმცა სისტემაში კვლავ რჩებიან ის ბენეფიციარები, რომელთაც ოთხწლიანი პერიოდი ჯერ კიდევ არ ამოეწურათ.

სექტემბერთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი 28 625-ით შემცირდა, აქედან 16 494 სწორედ დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ, ხოლო 12 ათასზე მეტი პირი, უბრალოდ, სოცდაუცველების ბაზაში ირიცხებოდა.

ჯამში ბოლო ათ თვეში [იანვარ-ოქტომბერი] საარსებო შემწეობა 191 736 პირს შეუწყდა, აქედან 122 ათასამდე დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საარსებო შემწეობის ბაზების გადახედვის შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.

"ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე", - თქვა სარჯველაძემ.

ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო, ხოლო დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრად შემცირდა - რას ამბობს ოპოზიციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები