პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გენერალურ პროკურატურაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისა და მისი აღსრულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

გენერალურ პროკურატურაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისა და აღსრულების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც არასაპატიმრო სასჯელთა გაფართოების ხედვა განიხილეს.

გენერალურ პროკურატურაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისა და მისი აღსრულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რუსთავი 2

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისა და მისი აღსრულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა მაღრაძე, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოს პროკურატურის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების პოლიტიკა გააცნო. ასევე ისაუბრა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესში არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენების პოზიტიურ გავლენაზე, იმ საზოგადოებრივ სარგებელზე, რაც ამ სასჯელის გამოყენებას ახლავს და წარადგინა უწყების ხედვა არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენების გაფართოების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული სასჯელის გამოყენების პრაქტიკაზე, ისაუბრეს სასჯელის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

უწყებების წარმომადგენლებმა გამოხატეს სამომავლო თანამშრომლობის მზაობა და დაგეგმეს შემდგომი ნაბიჯები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს გენერალურ პროკურატურაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისა და მისი აღსრულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები