პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წელს შემწეობა 191 პირს შეუწყდა - რამდენი დაზოგა სახელმწიფომ სოცდაუცველთა გადამოწმებით?

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, წელს შემწეობის მიმღებებზე გადარიცხული თანხა 83 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო ბოლო 10 თვეში დახმარება 191 736 პირს შეუწყდა.

წელს შემწეობა 191 პირს შეუწყდა - რამდენი დაზოგა სახელმწიფომ სოცდაუცველთა გადამოწმებით?
BM.GE

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს სოციალური შემწეობის მიმღებებზე გადარიცხული თანხა დაახლოებით 83 მლნ ლარით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქედან უშუალოდ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე კლება დაახლოებით 30 მლნ ლარია, ხოლო დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე შემცირება 52 მლნ ლარს აჭარბებს.

კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახების დახმარებაზე ჯამში 630 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან 449 მლნ ლარი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე, ხოლო 181 მლნ ლარი საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებზე დაიხარჯა.

თვეების მიხედვით გადარიცხული თანხები ასე ნაწილდება:

თვე

საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხული თანხა (ლარი)

საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა (ლარი)

სულ გადარიცხული თანხა (ლარი)

იანვარი

47 631 520

23 641 935

71 273 455

თებერვალი

47 497 500

23 680 430

71 177 930

მარტი

44 857 245

22 082 585

66 939 830

აპრილი

45 245 665

20 247 560

65 493 225

მაისი

43 506 075

19 031 805

62 537 880

ივნისი

43 859 960

17 357 750

61 217 710

ივლისი

44 732 865

15 427 955

60 160 820

აგვისტო

45 346 990

14 384 495

59 731 485

სექტემბერი

44 016 970

13 251 980

57 268 950

ოქტომბერი

42 523 160

11 699 275

54 222 435

საარსებო შემწეობაზე საბიუჯეტო დახმარების კლება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებას უკავშირდება. ბოლო ათ თვეში საარსებო შემწეობა 191 736 პირს შეუწყდა, აქედან 122 ათასამდე დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, რომელიც მთავრობამ გააუქმა.

7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საარსებო შემწეობის ბაზების გადახედვის შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.

"ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე", - თქვა სარჯველაძემ.

ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო, ხოლო დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთა შემთხვევაში საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდა" - მიხეილ სარჯველაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები