პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

10 თვეში, საარსებო შემწეობა 191 736 პირს შეუწყდა

10 თვეში საარსებო შემწეობა 191 736 პირს შეუწყდა, მათგან 122 ათასამდე გაუქმებულ დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული. მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბაზების გადახედვით სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.

10 თვეში, საარსებო შემწეობა 191 736 პირს შეუწყდა
BM.GE

მიმდინარე წლის ათ თვეში [იანვარ-ოქტომბერი] საარსებო შემწეობა 191 736 პირს შეუწყდა, აქედან 122 ათასამდე "საზოგადოებრივ სამუშაოზე" დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, რომელიც მთავრობამ გააუქმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში, შემწეობის მიმღებთა რიცხვი 28 625-ით შემცირდა, აქედან 16 494 სწორედ დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ; 12 ათასზე მეტი პირი კი, სოცდაუცველების ბაზაში ირიცხებოდა.

რაც შეეხება სოციალური შემწეობის მიმღებთა სტატისტიკას, გასულ თვეში სახელმწიფოსგან დახმარება, ჯამში, 518 490 პირმა მიიღო. აქედან 125 159 დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, რომელიც მიმდინარე წლიდან გაუქმდა, თუმცა სისტემაში კვლავ რჩებიან ის ბენეფიციარები, რომელთაც ოთხწლიანი პერიოდი ჯერ კიდევ არ ამოეწურათ.

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საარსებო შემწეობის ბაზების გადახედვის შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.

"ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე", - თქვა სარჯველაძემ.

ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო, ხოლო დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიოქტომბერში საარსებო შემწეობა კიდევ 28 625 პირს შეუწყდა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოქტომბერში საარსებო შემწეობა კიდევ 28 625 პირს შეუწყდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები