პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა წინა ხელისუფლება ორგანიზატორების პასუხისმგებლობისგან არიდებას

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე გაიხსენა და განაცხადა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიებით გამოვლინდა წინა ხელისუფლების მცდელობა, დანაშაულის ორგანიზატორები პასუხისმგებლობას აერიდებინათ.

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა წინა ხელისუფლება ორგანიზატორების პასუხისმგებლობისგან არიდებას
რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარეს კითხვით მიმართა, რომელიც ძირითადი უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფას ეხებოდა. კერძოდ, იყო თუ არა სისტემური და სისტემატური 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათ შორის, სიცოცხლის, ღირსების, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა.

კითხვის დასმისას, ჭეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მომხდარი საქმეები გაიხსენა, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

ჭეიშვილი განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიზანია, გამოჩნდეს ვის რა პასუხისმგებლობა დაეკისრა და ვინ რომელი მუხლით არის გასამართლებული.

"2012 წლის 26 ნოემბერს განახლებული გამოძიების ფარგლებში 9 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. გამოვლინდა როგორც სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცების ორგანიზება, ისე დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება და მსჯავრდებულთათვის უკანონო შეღავათების შექმნა. დადგინდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, დათა ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე გაიტაცეს, ოქროყანის სასაფლაოზე გადაიყვანეს და სასტიკად სცემეს. შემდგომ გამოძიება ისე წარმართეს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს დაკისრებოდა, ხოლო ორგანიზატორები და სხვა მონაწილეები პასუხისმგებლობას ასცდენოდნენ და დუმილის სანაცვლოდ შესაბამის მსჯავრდებულ პირებს თიტოეულს 100-100 ათასი ამერიკული დოლარი გადასცეს და პრივილეგირებულ პატიმრობას - ვადამდე გათავისუფლებას დაპირდნენ", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოთორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა წინა ხელისუფლება ორგანიზატორების პასუხისმგებლობისგან არიდებას
  2. POSTVსამთავრობოთორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, თუ როგორ ცდილობდა წინა ხელისუფლება ორგანიზატორების პასუხისმგებლობისგან არიდებას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: 1999 წლიდან დღემდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საერთო ჯამში დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან, დაახლოებით 80 პროცენტი ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები