პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო საფეხურებს შორის გადასვლის პროცესში მხარდაჭერის უწყვეტობის უზრუნველყოფაა" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძის განცხადებით, 2028 წლისთვის საქართველო შეიმუშავებს საგანმანათლებლო საფეხურებს შორის გარდამავალი ეტაპის სპეციალურ მოდელს, რომელსაც გაზრდილი დაფინანსება და კვალიფიციური მასწავლებლები დაემატება.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო საფეხურებს შორის გადასვლის პროცესში მხარდაჭერის უწყვეტობის უზრუნველყოფაა" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ფილიპინებში გაიმართა. ირინე წაქაძემ საქართველოში ინკლუზიური განათლებისა და მხარდაჭერის სისტემაზე ისაუბრა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ 2028 წლისთვის საქართველო შეიმუშავებს სპეციალურ გარდამავალი ეტაპის მოდელს, რომელსაც თან ახლავს გაზრდილი დაფინანსება და უფრო კვალიფიციური მასწავლებლების ჩართულობა.

"საქართველოსთვის უსაფრთხო სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ინკლუზიურ სკოლას ნიშნავს. ბავშვი, რომელიც გრძნობს მხარდაჭერასა და ჩართულობას, უკეთ არის დაცული ძალადობისგან, ბულინგისა და გარიყვისგან.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საგანმანათლებლო საფეხურებს შორის გადასვლის პროცესში მხარდაჭერის უწყვეტობის უზრუნველყოფა - სკოლამდელი განათლებიდან ზოგად განათლებაზე გადასვლისას, ხოლო შემდგომ - პროფესიულ ან უმაღლეს განათლებაზე გადასვლისას. 2028 წლისთვის საქართველო შეიმუშავებს სპეციალურ გარდამავალი ეტაპის მოდელს, რომელსაც თან ახლავს გაზრდილი დაფინანსება და უფრო კვალიფიციური მასწავლებლების ჩართულობა", - განაცხადა ირინე წაქაძემ.

მინისტერიალზე სიტყვით წარდგნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, გაეროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები