პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“დაბალმა ძაბვამ დაარტყაო” – როგორ “ამშვიდებს” საბავშვო ბაღი პატარების მშობლებს

ტვ პირველი

მშობლის თქმით, 109-ე ბაგა-ბაღში სამ მცირეწლოვანს კიბეზე ჩამოსვლისას დენმა დაარტყა, რის გამოც მშობლები უსაფრთხოების შემოწმებას ითხოვენ. ბაგა-ბაღების სააგენტო აცხადებს, რომ ელექტროგაყვანილობა სრულად გამართულია.

“დაბალმა ძაბვამ დაარტყაო” – როგორ “ამშვიდებს” საბავშვო ბაღი პატარების მშობლებს
ალია

ბაგა-ბაღში, სადაც ერთ-ერთი მშობლის თქმით, სამ მცირეწლოვან ბავშვს კიბეზე ჩამოსვლისას დენმა დაარტყა, აღსაზრდელების მშობლები დირექციისგან ტერიტორიის სრულად შემოწმებას ითხოვენ, რათა უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ. მათი თქმით, ადგილზე, სადაც ბავშვები არიან, ძაბვა საერთოდ არ უნდა იყოს.

იყო დაბალი ძაბვაო. ჯერ ვინ გაზომა და როგორ გაზომა და მერე მეორე, ადგილი, სადაც ბავშვები არიან, ძაბვა საერთოდ არ უნდა იყოს. მთავარი პრობლემა ჩემთვის პირადად არის ის, რომ ესე იგი, მუშაობდა არაპროფესიონალი და თუ არაპროფესიონალი მუშაობდა, რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა ადგილზეც იგივე პრობლემა არ იქნება? მიმაჩნია, რომ მთლიანად უნდა შემოწმდეს ელექტროგაყვანილობა, – ეუბნება ერთ-ერთი მშობელი ტვ პირველს.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 109-ე ბაგა-ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.

მშობლის ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ დაწესებულებას სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი არ გამოუძახებია, რათა ამბავი არ გახმაურებულიყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღი - კიბის მოაჯირიდან მცირედით გადავიდა დენი 2 აღსაზრდელზე, დენის დარტყმა არ მომხდარა - ორივე ბავშვი ჯანმრთელადაა, სასწრაფო დახმარების საჭიროება არ ყოფილა
  2. ალიაოპოზიციური“საბავშვო ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა” – მედია
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - 109-ე საბავშვო ბაღის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით - საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიმშობლის ცნობით, №109 ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა, დაწყებულია მოკვლევა
  5. TV პირველიოპოზიციურიპირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები