პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა

N109 საბავშვო ბაღში დენმა რამდენიმე აღსაზრდელს და მასწავლებელს დაარტყა, რის შემდეგაც დაწესებულებას სასწრაფო არ გამოუძახებია, აცხადებს ერთ-ერთი ბავშვის დედა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი ამტკიცებენ, რომ შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა.

პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა
TV პირველი

პირველი ინტერვიუ მშობელთან, რომლის შვილსაც ბაღში დენმა დაარტყა. დედა"პირველებს" უყვება, რომ შემთხვევის დროს რამდენიმე აღსაზრდელი იყო ერთად. მშობლის მონაყოლით ირკვევა, რომ როცა ყვირილის ხმა მასწავლებელმა გაიგო, ის შეეცადა მცირეწლოვნების დახმარებას და დენი მასზეც გადავიდა.

აღსაზრდელის დედა ვარაუდობს, რომ შესაძლოა მსგავსი პრობლემა ძაბვასთან დაკავშირებით სხვა ბაღებშიც იყოს - მშობელი ითხოვს, რომ ელექტროგაყვანილობა ყველგან შემოწმდეს.

იყო დაბალი ძაბვაო, ჯერ ვინ გაზომა და როგორ გაზომა და მერე მეორე, ადგილი, სადაც პატარა პატარა ბავშვები არიან, ძაბვა საერთოდ არ უნდა იყოს. მეორე და მთავარი პრობლემა ჩემთვის პირადად არის ის, რომ ე.ი. მუშაობდა არაპროფესიონალიი და თუ არაპროფესიონალი მუშაობდა, რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა ადგილზეც იგივე პრობლემა არ იქნება. მიმაჩნია, რომ მთლიანად უნდა შემოწმდეს ელექტროგაყვანილობა". - ამბობს მშობელი.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.

"N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა"- ინფორმაციას tvpirveli.ge-ს მშობელი აწვდის.

მშობლის ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ დაწესებულებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღი - კიბის მოაჯირიდან მცირედით გადავიდა დენი 2 აღსაზრდელზე, დენის დარტყმა არ მომხდარა - ორივე ბავშვი ჯანმრთელადაა, სასწრაფო დახმარების საჭიროება არ ყოფილა
  2. ალიაოპოზიციური“საბავშვო ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა” – მედია
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - 109-ე საბავშვო ბაღის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით - საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიმშობლის ცნობით, №109 ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა, დაწყებულია მოკვლევა
  5. ალიაოპოზიციური“დაბალმა ძაბვამ დაარტყაო” – როგორ “ამშვიდებს” საბავშვო ბაღი პატარების მშობლებს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“დაბალმა ძაბვამ დაარტყაო” – როგორ “ამშვიდებს” საბავშვო ბაღი პატარების მშობლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები