პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბაღში მოზარდებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბაღში მოზარდებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო; მშობლების მტკიცებით, დირექტორმა ფაქტი დამალა და სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა.

ბაღში მოზარდებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
TV პირველი

ბაღში მოზარდებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ტრაგედიას ბავშვები მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ მასწავლებელმა დროულად მოახერხა მათი განრიდება, თუმცა ამ დროს თავადაც მიიღო დენის დარტყმა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები შენობის კიბეზე ადიოდნენ. ირკვევა, რომ ძაბვა კიბის მოაჯირში გადიოდა.

ბაღის ადმინისტრაცია მომხდარს მალავდა - მშობლები პირველებს უყვებიან, რომ დირექტორმა ფაქტი დამალა, მშობლებს არაფერი შეატყობინა და სასწრაფო არ გამოიძახა, რადგან საკუთარი გადაწყვეტილებით, ჩათვალა რომ ბავშვებს არაფერი სჭირდათ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
წალკის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები