პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სად შეიზღუდება ელექტროენერგია 19 ნოემბერს - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

19 ნოემბერს თბილისში, სხვადასხვა სამუშაოების გამო, საბურთალოს, კრწანისისა და გლდანის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება, იუწყება „თელასი“.

სად შეიზღუდება ელექტროენერგია 19 ნოემბერს - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
რუსთავი 2

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი „ნატბეურების“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ავთანდილის, მირიან მეფის, ასმათის, ნესტან დარეჯანის, ვეფხისტყაოსნის, კლაპროთის, ბარონ დე ბაის, ფატმანის, ერედვის, ნიკო ბურის, დანიბეგაშვილის, ჰუბერტის, რაზმაძის, შერმადინის, სტრაბონის, პეტრე იბერის, რამაზის, ანდრონიკაშვილის, დავარის და რაინეგსის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 08:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის, სოფელი კოჯრის და სოფელი ბეთანიის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, IVა მიკრორაიონების, მარკ ბრონშტეინის, ახმეტელის, დუმბაძის, მამისაშვილის, გობრონიძის, გაბაშვილის, შენგელიას, ხევძმარის, ონის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დღეს, ისნის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ქუჩებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები