პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“საბავშვო ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა” – მედია

ტვ პირველითბილისის მერია

ტვ პირველის ცნობით, N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირიდან დენის გატარების გამო რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა, რის შესახებაც მშობელი წერილში საუბრობს.

“საბავშვო ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა” – მედია
ალია

“N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა”- ინფორმაციას ტვ პირველი, მშობელზე დაყრდნობით, ავრცელებს.

„მინდა შეგატყობინოთ, რომ N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა… მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო… 2 თვეში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა… ჯერ დაწამლეს ბავშვები, ახლა დენმა დაარტყათ და, ამას დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი და ჩვენმა დირექტორმა მშვიდად განაგრძოს თავისი უპასუხისმგებლობა… ანუ უნდა გავჩუმდეთ და ველოდოთ, როდის დაგვიდგება სავალალო შემთხვევა?!

ამას დამატებული, არ მისცეს უფლება, გამოეძახებინათ სასწრაფო და, რა თქმა უნდა, არცერთი მასწავლებელი ამას საჯაროდ “არ/ვერ” იტყვის, მაგრამ აზრი ერთია: მოხდა შემთხვევა და სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს… დენის დარტყმა ძლიერი იყო, მადლობა მასწავლებლებს, რომ ბავშვები გადარჩნენ… როგორ ჩაიბარა მერიამ ასეთი ბაღი? ან ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ან ვინ მფარველობს ამ დირექტორს ასე, რომ მშვიდად ზის თავის სკამზე – და ზის როგორ? როცა ასეთი შემთხვევაა, ადგილზე არ მოდის; დილიდან რამე რომ დაგჭირდეს, დირექტორს ვერ ნახავ, როცა უნდა მოდის და როცა უნდა მიდის… ამას დამატებული, სამუშაოები „სვარკით“ მიმდინარეობს სასწავლო საათებში – ამდენი ბავშვია ეზოში და ესენი ისე სვარკაობენ, ვითომ არაფერი… რატომ ხდება ეს ყოველივე საგაკვეთილო პროცესის დროს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეზოში ბავშვები არიან?! ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?“ – წერია წერილში, რომელსაც მედია აქვეყნებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღი - კიბის მოაჯირიდან მცირედით გადავიდა დენი 2 აღსაზრდელზე, დენის დარტყმა არ მომხდარა - ორივე ბავშვი ჯანმრთელადაა, სასწრაფო დახმარების საჭიროება არ ყოფილა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა გაიმართაწაიკითხე

უახლესი ამბები