პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: ევროპაში შიშობენ, რომ პუტინი ტრამპს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში დროის გაწელვით ატყუებს

ევროპელი დიპლომატების შეფასებით, ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტა არ სურს, მოლაპარაკებებში ფორმალურად ერთვება და დონალდ ტრამპს ატყუებს, იტყობინება POLITICO. ევროპაში შიშობენ, რომ პროცესის ჩაშლის შემთხვევაში ტრამპმა მოსკოვთან ცალკე გარიგება შეიძლება დადოს.

POLITICO: ევროპაში შიშობენ, რომ პუტინი ტრამპს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში დროის გაწელვით ატყუებს
იმედინიუსი

ევროპელი დიპლომატებისა და ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმების მიღწევას ცდილობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ევროპელი დიპლომატების აზრით, მოსკოვი მოლაპარაკებებში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობს და რეალურად ომის გაგრძელება ურჩევნია.

ასეთი შეფასება აქვთ უკრაინის მოკავშირეებს როგორც საჯარო განცხადებებში, ისე პირად საუბრებში მას შემდეგ, რაც აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდა. ამ მოსაზრებას იზიარებს ზოგიერთი ევროპელი წარმომადგენელიც, რომლებიც მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მონაწილეობისთვის შეირჩნენ.

როგორც POLITICO წერს, გასულ კვირას აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის პარალელურად გამართული კონსულტაციების შემდეგ ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების პროცესი შესაძლოა უშედეგოდ დასრულდეს და კვლავ ჩაიშალოს. პირისპირ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის თარიღი ჯერჯერობით დანიშნული არ არის.

ევროპელები შიშობენ, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა პუტინთან ცალკე შეთანხმებას მიაღწიოს, შემდეგ კი ევროპა და უკრაინა პროცესს ჩამოაშოროს. სწორედ ამიტომ, მათი აზრით, ევროპელები მოლაპარაკებებში მონაწილეობას აგრძელებენ.

„პუტინს ამჟამად არც ცეცხლის შეწყვეტა სურს და არც მშვიდობა. მას მიაჩნია, რომ ომის გაგრძელებით უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტით. ეს არის მთავარი პრობლემა“, - განაცხადა ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსმა მკვლევარმა ფრედრიკ ვესლაუმ.

ევროპელი ოფიციალური პირების ეჭვები აჩვენებს, რომ სამშვიდობო პროცესის განახლების ინტენსიური მცდელობებისა და ხანგრძლივი შიდა დისკუსიების მიუხედავად, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას მოლაპარაკებებში, პროცესის ბედი კვლავ დიდწილად ევროპელების კონტროლს მიღმა რჩება, წერს გამოცემა.

ბოლო კვირებში რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა. რუსეთის ძალებმა კიევში ორი მნიშვნელოვანი ხიდი დაბომბეს და განაგრძეს დარტყმები ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე. უკრაინა კი საპასუხო დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს, რის შედეგადაც ნავთობობიექტებიც დაზიანდა, რასაც ვაშინგტონის უკმაყოფილება მოჰყვა.

გასულ კვირას აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები დონალდ ტრამპის ორ მთავარ წარმომადგენელთან - მის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან და უძრავი ქონების დეველოპერ სტივ უიტკოფთან - ერთად ორი დღის განმავლობაში მართავდნენ მოლაპარაკებებს. ეს იყო პირველი ასეთი შეხვედრა თებერვლის შემდეგ.

მოლაპარაკებების შედეგად მხარეები პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა დეტალები ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის. ამ საკითხის გარდა, შეხვედრას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. აბუ-დაბიში მყოფი ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის მხარე დათმობებზე წასვლას არ ჩქარობდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Politico - დონალდ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ, რათა კრემლმა ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის ნება მისცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები