ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების თანამონაწილე - საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი აცხადებს, რომ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების თანამონაწილე.

პარტია "დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონის განცხადებით, საფრანგეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების თანამონაწილე.
მელანშონმა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების ქვე, გამოცემა AFP-ის სტატია გააზიარა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებია მოყვანილი, რომლის თქმითაც, უკრაინაში ფრანგი სამხედროების განლაგება კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობად შეფასდება.
"ყურადღება! ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების თანამონაწილე. სწორედ ეს საკითხია წამოჭრილი საპარლამენტო ჯგუფის "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ პარიზი გააფრთხილა უკრაინაში ფრანგი სამხედროების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით და ასეთი განლაგება კონფლიქტში "პირდაპირ მონაწილეობად" შეაფასა", - წერს მელანშონი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…