პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Politico - დონალდ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ, რათა კრემლმა ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის ნება მისცეს

Politico-ს ცნობით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე რუსეთზე ზეწოლას გეგმავენ, რათა კრემლმა მომავალ ეტაპზე ევროპას სამშვიდობო პროცესში ჩართვის ნება მისცეს.

Politico - დონალდ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ, რათა კრემლმა ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის ნება მისცეს
ინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ, რათა კრემლმა ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის ნება მისცეს, - ინფორმაციას გამოცემა Politico ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობთ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებზე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოითხოვენ, რომ მოლაპარაკებების მომავალ ეტაპზე ევროპამ პირდაპირი როლი ითამაშოს.

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, კუშნერსა და უიტკოფს სურთ, რომ მოლაპარაკებების ტემპი დაჩქარდეს.

მათივე თქმით, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნებს მალე მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპა გვჭირდება. ამიტომ, ჩვენი წინადადებაა, რომ ამ სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ შეხვედრებში ევროპელებიც ჩავრთოთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპა გვჭირდება. ამიტომ, ჩვენი წინადადებაა, რომ ამ სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ შეხვედრებში ევროპელებიც ჩავრთოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, სტივ უიტკოფთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გამართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები