პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები: უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპული მხარეც უნდა ჩაერთოს

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპული მხარეც უნდა ჩაერთოს.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები: უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპული მხარეც უნდა ჩაერთოს
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მოსაგვარებლად დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს უკრაინის საკითხზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც ყოველგვარი გარღვევის გარეშე დასრულდა.

მიუხედავად ამისა, მოსკოვიდან გამოფრენამდე გაკეთებულ განცხადებაში სტივ უიტკოფმა აღნიშნა, რომ გარკვეული პროგრესი მაინც იქნა მიღწეული.

„ვფიქრობ, პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ, ეს დღეს დილით მოხდა. არავინ ფიქრობდა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებს განვაახლებდით. მაგრამ ჩვენ ისინი განვაახლეთ. ახალი შეხვედრა უკვე დავნიშნეთ“, - განაცხადა უიტკოფმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის კონფლიქტის შესახებ შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, ჯარედ კუშნერმა დასძინა, რომ შეხვედრები ძალიან ყოვლისმომცველი და დეტალური იყო: „ვფიქრობ, საერთო ჯამში, გვქონდა ძალიან ამომწურავი და დეტალური განხილვები ყველა იმ თემაზე, რომლებიც, ვიმედოვნებ, მომდევნო მრავალმხრივი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურივლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან
  3. რუსთავი 2სამთავრობოსტივ უიტკოფის განცხადებით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩაინიშნა - მასში ევროპელებიც ჩაერთვებიან
  4. იმედინიუსისამთავრობოუიტკოფის განცხადებით, პუტინი წინააღმდეგი არ არის, რომ ევროპა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ხვალ რუსეთში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები