პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში APEC-ის სამიტზე ჩავიდა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრისგან „დიდ პოტენციურ სარგებელს“ ელოდება.

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
იმედინიუსი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც პუტინმა სამიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრისგან „დიდ პოტენციურ სარგებელს“ ელოდება.

პუტინის თქმით, გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციისა და სამხედრო-პოლიტიკური რისკების ფონზე იზოლაციის ნაცვლად პარტნიორობაა საჭირო. მისი შეფასებით, APEC-ი მონაწილეებს შორის კონსტრუქციული აზრთა გაცვლის შესაძლებლობას ქმნის.

„ამიტომ დიდ პოტენციურ სარგებელს ველოდები რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების მოახლოებული სამმხრივი შეხვედრისგან, რომელიც APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება“, - განაცხადა პუტინმა.

როგორც სააგენტო წერს, რუსეთის პრეზიდენტი ტრამპსა და სი ძინპინთან მოლაპარაკებებს ხუთშაბათს გამართავს.

მანამდე პუტინმა ჩინეთის ლიდერთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვისა და პეკინის საგარეო-პოლიტიკური პარტნიორობა საერთაშორისო ასპარეზზე „სტაბილურად და პოზიტიურად“ ვითარდება.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გასაღრმავებლად და „მრავალპოლარული სამყაროსკენ ტენდენციის წარმართვისა და წინსვლისთვის“.

ჩინეთის ლიდერის განცხადებით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა სხვადასხვა სირთულის მიუხედავად სიმტკიცე შეინარჩუნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
  2. ფორმულაოპოზიციურივლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
  4. BM.GEოპოზიციურივლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპუტინი სი ძინპინს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები