სი ძინპინის, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი სამიტი 19 ნოემბერს, ქალაქ შენჟენში გაიმართება
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 ნოემბერს ქალაქ შენჟენში სი ძინპინის, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი სამიტი გაიმართება. კრემლს უკრაინის ომის სასურველი პირობებით დასრულება სურს, თუმცა აშშ აცხადებს, რომ უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ შედის.

სი ძინპინის, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი სამიტი ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, ქალაქ შენჟენში გაიმართება - ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა. ეს აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების პირველი ერთობლივი შეხვედრა იქნება.
დონალდ ტრამპი უკვე გაემგზავრა აზიის ოთხდღიან ტურნეში, რომლის ფარგლებშიც ის ფილიპინებსაც ეწვევა. თეთრი სახლის პრესსპიკერის ინფორმაციით, ამერიკული მხარისთვის შეხვედრის მთავარი პრიორიტეტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია.
შეგახსენებთ, რომ სამმხრივი სამიტის გამართვის ინიციატივა ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. მედიის ცნობით, კრემლს სურს, სამიტი უკრაინის ომის მოსკოვისთვის სასურველი პირობებით დასასრულებლად გამოიყენოს, თუმცა ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ შედის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…