პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი სი ძინპინთან მოლაპარაკებებს მართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებს მართავს. ტრამპის თქმით, მათ განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა აქვთ, რომლის გაღრმავებაც ორივე ქვეყანას წაადგება.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი სი ძინპინთან მოლაპარაკებებს მართავს
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ქალაქ შენჟენში მოლაპარაკებებს მართავს. მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში იმართება.

შეხვედრის მთავარი საკითხები აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ორმხრივი თანამშრომლობა და საერთაშორისო საკითხებია.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას და სი ძინპინს განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა აქვთ, რომლის განმტკიცებაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია.

„მახსოვს, 2017 წელს ჩინეთში ჩემი პირველი სახელმწიფო ვიზიტი შედგა. მას შემდეგ მე და პრეზიდენტმა სი ძინპინმა განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ. ზოგიერთ ადამიანს ამის მოსმენა არ სიამოვნებს, თუმცა მე ეს ძალიან მიხარია. არიან ისეთებიც, რომლებიც ამით აღფრთოვანებულნი არიან. ამ მეგობრობის გაღრმავება ორივე ქვეყნის მოსახლეობას წაადგება“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ჩინეთი ვაჭრობის, ინვესტიციების, რეგიონული საკითხებისა და მსოფლიო მშვიდობის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

„შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ვაჭრობის, ინვესტიციების, რეგიონული საკითხებისა და მსოფლიო მშვიდობის მიმართულებით ლიდერობა იკისრეს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყნები, რომლებსაც იმის გაკეთება შეუძლიათ, რაც ჩვენ შეგვიძლია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. მან ასევე გაიხსენა მაისში პეკინში ვიზიტისას სავაჭრო საბჭოს შექმნა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, ქვეყნებს შორის სავაჭრო დისბალანსის შემცირებაა.

„ჩვენ ეს ურთიერთობა სამართლიანი გავხადეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ე.წ. „30 30-ზე“ შეთანხმებაზე, რომელიც ორივე მხარის მიერ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე საპასუხო სატარიფო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

ტრამპის განცხადებით, სავაჭრო შეთანხმებამ ორივე ქვეყანას სარგებელი მოუტანა, მათ შორის ამერიკელ ფერმერებსაც. მან სი ძინპინს მოუწოდა, ჩინეთმა აშშ-დან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვები კიდევ უფრო გაზარდოს.

„ჩვენც კარგად ვიმოქმედეთ და თქვენც კარგად იმოქმედეთ. ჩვენმა ფერმერებმა ძალიან დიდი სარგებელი მიიღეს. ჩინეთს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა აქვს და ჩვენ შეგვიძლია, ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ სი ძინპინთან შეხვედრამდე ტრამპმა მოლაპარკაებები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები