ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან ისტორიაში პირველ სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ქალაქ შენჭენში ჩაფრინდა, სადაც 19 ნოემბერს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.
ასევე, ვლადიმერ პუტინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე (APEC) სიტყვით გამოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ორმხრივი შეხვედრა პუტინსა და ტრამპს შორისაც შედგეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…