პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან ერთად ისტორიაში პირველ სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
ინტერპრესნიუსი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი ქალაქ შენჭენში ჩაფრინდა, სადაც 19 ნოემბერს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.

მანამდე, პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

ასევე, ვლადიმერ პუტინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე (APEC) სიტყვით გამოვა.

როგორც რუსული მედია წერს, შესაძლოა, ორმხრივი შეხვედრა პუტინსა და ტრამპს შორისაც შედგეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
FT: ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის გარეშე გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები