მსოფლიო · 17 ნოემბერი, 22:58
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში APEC-ის სამიტზე ჩავიდა, სადაც სი ძინპინთან და დონალდ ტრამპთან უპრეცედენტო სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუას" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, სადაც "აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის" (APEC) ლიდერთა სამიტი იმართება.
მოსალოდნელია, რომ ხუთშაბათს პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ეს იქნება უპრეცედენტო სამმხრივი შეხვედრა. ტრამპმა მიანიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხსაც განიხილავენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…